ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია”-სა და ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან”, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს

28 აპრილს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია”-სა და ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან”, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.

შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:

ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;

მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;

ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;

ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;

მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები