ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად აჭარის მთავრობის თანამშრომლები გაათავისუფლეს (ვიდეო)
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ აჭარის მთავრობის სამსახურებში რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის რეგიონალური ტელევიზია „TV-4” ავრცელებს. მთავრობის თავმჯდომარე ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. რომელ უწყებებში ჩატარდა შემოწმება, არჩილ ხაბაძე არ აკონკრეტებს. ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები კი ამბობენ, რომ მათ სამინისტროებში ნარკოტესტი არ გაუვლიათ და არც არავინ გაუთავისუფლებიათ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4kimKra_x8I” width=”560″ height=”315″]