პროკურატუში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება კახა კუკავამ მისცა
საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს, ჩვენება გამოძიებას კახა კუკავამ მისცა. „თავისუფალი საქართველოს ლიდერი“ საგამოძიებო უწყებაში 1 საათის განმავლობში იმყოფებოდა. როგორც დაკითხვის შემდეგ, კუკავამ განაცხადა, მას კითხვები 7 ნოემბრის აქციასთან და „ტელეიმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ამასთან, კახა კუკავას საგამოძიებო უწყებაში გადაეცა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. კუკავა დაზარალებულად საგამოძიებო უწყებაში „ტელეიმედის“ ეპიზოდში ცნეს.
„7 ნოემბრის აქციის მიმდინარეობასთან და „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით იყო დასმული კითხვები. როგორც აქციის მიმდინარეობაზე, ასევე ჩვენი ფიზიკური თუ მორალური ზიანის მოყენებაზე. მე ვიყავი აქციის მონაწილე რუსთაველზე დღისით დარბევის დროს, საღამოს უკვე რიყეზე დარბევისას და როდესაც „იმედში“ შეიჭრნენ, მაშინაც იქ ვიყავი.
დაკითხვის შემდეგ დაზარალებულად მცნეს, არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს ეს, მაგრამ ალბათ გვეკუთვნის ზარალის ანაზღაურება“, – განაცხადა კახა კუკავამ.