პოდოლიაკი: გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა – კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?

ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ერთი დღით ადრე გუტერეში კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია.

„ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სააგენტო Reuters-მა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, ორი აფეთქების ხმა გაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები