გაეროს გენერალური მდივანი: მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისში – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ვითარება ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არის „კრიზისი კრიზისში“.

ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ გააკეთებს არანაირ კომენტარს, რომელიც „ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას“.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მას „ინტენსიური განხილვები“ ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები