შალვა პაპუაშვილი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30-წლიანი კავშირი

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30 წლიანი კავშირი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისთვის ადამ კინზინგერს, ჯერი კონოლსა და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას მადლობას უხდის.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ყოვლისმომცველი, მუდმივად მზარდი, ღირებულებაზე დაფუძნებული 30 წლიანი კავშირი. მადლობას გამოვხატავ ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისათვის და ამით, მათი პრინციპების კიდევ უფრო განმტკიცებისათვის“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები