ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კონგრესისგან 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

FILE - In this March 12, 2020 file photo, Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks about the coronavirus in Wilmington, Del. Biden overwhelmingly won a Democratic presidential primary in Kansas conducted exclusively by mail balloting by the state party because of the coronavirus pandemic. He had been expected to prevail in the vote Saturday, May 2 and capture a majority of the state’s delegates to the Democrats’ national nominating commission. Biden took 77% of the vote. (AP Photo/Matt Rourke, File)

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით 33 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოთხოვნას უგზავნის, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერის ახალი ფაზის დაწყებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას.

33 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავს 20.4 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში, ასევე 8 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას და 3 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ეს კანონპროექტი, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის ფასი არ არის იაფი, მაგრამ აგრესიის წინაშე დანებება უფრო ძვირი დაჯდება, თუ ამას დავუშვებთ. ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან. ზუსტად ისე, როგორც პუტინმა აირჩია ამ სასტიკი შეჭრის დაწყება, მას შეეძლო აერჩია ამ სასტიკი შეჭრის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები