ერდოღანი: ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მალე დასრულდება.
ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოლაპარაკებების კომენტირებისას თქვა, რომელიც გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან გამართა.
ინფორმაციას haberglobal.com ავრცელებს.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა. უკრაინასა და რუსეთში შეხვედრების შემდეგ, ბატონმა გუტერეშმა დამირეკა და მითხრა, რომ მოლაპარაკებები დადებითი იყო”, – თქვა ერდოღანმა.