პიტერ აკერმანი გარდაიცვალა

“არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელი, პიტერ აკერმანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია FairVote-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობ რიჩი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ აკერმანი გუშინ, 27 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ცნობისთვის, პიტერ აკერმანი 2 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა. იგი ბაკურიანში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა და ორდღიანი სემინარი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები