რუსეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი
რუსეთში, სარატოვის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა.
ამის შესახებ TASS-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყარომ განუცხადა.
აღინიშნება, რომ ვერტმფრენების შეჯახება სასწავლო ფრენის დროს მოხდა. ერთ-ერთი მათგანი სოფელ სოკოლოვოში განლაგებულ სამხედრო ბაზას ეკუთვნოდა.
შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე გადარჩა, თუმცა, შოკირებულია, კიდევ ერთის ბედი უცნობია.
მეორე ვერტმფრენმა აეროდრომზე დაბრუნება შეძლო.
კატასტროფის მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.