ზელენსკი: თავისუფალ სამყაროში თითქმის არ არის დარჩენილი ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია

თავისუფალ სამყაროში თითქმის არ არის დარჩენილი ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თავისუფალ სამყაროს თავდაცვის უფლება აქვს, ამიტომაც, ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას.

“თავისუფალ სამყაროში თითქმის არ არის დარჩენილი ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელმძღვანელობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ – მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლა და გლობალური დარტყმა დემოკრატიაზე. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს თავდაცვის უფლება აქვს. ამიტომაც, ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები