ყირგიზეთის პრემიერი ჰოსპიტალიზებულია

ყირგიზეთის პრემიერმინისტრი, აკილბეკ ჟაპაროვი, გულის შეტევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ჟაპაროვი გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა, ასევე,  დაბალ არტერიულ წნევას, თუმცა,  კვლევამ ინფარქტი არ დაადასტურა.

“ამჟამად, პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, დამაკმაყოფილებელია. ექიმთა კონსილიუმმა აკილბეკ ჟაპაროვის ჰოსპიტალში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები