დნესტრისპირეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, დნესტრისპირეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

აღინიშნება, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ ადმინისტრაციებს, მოქალაქეებს 90 დღით „სპეციალური შეკრების” ორგანიზებისკენ მოუწოდა.

“სპეციალურ შეკრებაში” უნდა მიიღონ მონაწილეობა 55 წლამდე მამაკაცებმა.

მათ ფინანსურ მხარდაჭერას, ტანსაცმელს, კვებას და განთავსებას ჰპირდებიან.

დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად “შეკრება” ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს, არსებობს ინფორმაცია, რომ გამოძახება იძულებითი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები