ლაგოდეხში, სოფელ გიორგეთში პასკის ფესტივალი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში უკვე ტრადიციად ქცეული – პასკის ფესტივალი კვლავ გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საკონკურსოდ წარმოდგენილი პასკა, ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები; დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; დასწრებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კონცერტსა და საბავშვო გასართობ აქტივობებს.

ფესტივალზე გამოვლენილი „ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პასკის” ავტორი მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საპატიო სიგელით და საჩუქრებით დააჯილდოვა.

სოფელ გიორგეთში, ა(ა)იპ ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პასკის ფესტივალი 2018 წელს დაფუძნდა და ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები