გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.
მისი თქმით, აღნიშნული ქარხნიდან მოსახლეობის ევაკუაცია ძალიან რთული პროცესია.
„ეს ძალიან რთული პროცესია. ეს პროცესი განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ადამიანებთან რომლებიც ევაკუაციისთვის საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მართლაც დრამატულ პირობებში ბუნკერში იმყოფებიან. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ოპერაცია პარასკევს განგვეხორციელებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში ჩავიდა.