სამტრედიაში ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორია შენდება

სამტრედიაში ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორია შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრატრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. „მეგაბილდი“ ასრულებს.

„ადმინისტრაციული ცენტრიდან დაცილებული დასახლებებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს ამბულატორიის მშენებლობა დავგეგმეთ სოფელ ჩხენიშში, რაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ახლო მომავალში სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია ექნება“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები