უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს, მოლდოვაში, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში უცნობმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ამასთან, მოლდოვამ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები