ანდრია გვიდიანი: უაზრო ჩანაწერის გავრცელება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობაა, მეტი არაფერი
ვისაც ტვინზე მინიმუმ ერთი ნაოჭი მაინც აქვს, ალბათ, ყველა ხვდება, რომ ასეთი იაფფასიანი, შეთითხნილი ბრალდებები საქართველოში შიდა პოლიტიკურ ქაოსს ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი “ფეისბუქზე” წერს, რითაც Youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება.
საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი – ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.
“თურმე, ეს ერთუჯრედიანი ელემენტი, ვინმე დავით არახამია ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ვისაც ტვინზე მინიმუმ ერთი ნაოჭი მაინც აქვს, ალბათ, ყველა ხვდება, რომ ასეთი იაფფასიანი, შეთითხნილი ბრალდებები საქართველოში შიდა პოლიტიკურ ქაოსს ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, უკვე აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” უკრაინული ფილიალი ღიად ჩამოყალიბდა საქართველოს მტრად.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხის აბსურდულობას:
პირველი – გვერდზე რომ გადავდოთ ჩანაწერების ნამდვილობის საკითხი, იმ დიალოგში არაფერია ნათქვამი ისეთი, რაც კანონს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ამ უაზრო ჩანაწერის გავრცელება ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის მცდელობაა და მეტი არაფერი.
მეორე – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება, როგორც ქართული საზოგადოების, ისე – საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მესამე – ადგილობრივი თუ უკრაინული “ნაცმოძრაობის” ყველა მცდელობა, რომელიც შიდა პოლიტიკურ არეულობაზეა ორიენტირებული, საფუძველშივე განწირულია. მარტივი მიზეზის გამო – საქართველოს ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკა სრულად მხარდაჭერილია ქართული საზოგადოების მიერ. ამ მოსაზრების სამტკიცედ შეიძლება, მოვიყვანოთ ბათუმის ბოლო არჩევნები, სადაც მმართველმა ძალამ 70%-იანი მხარდაჭერა დაიმსახურა.
მეოთხე – ქართული საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას მშვიდობის და ომის პარტიებს შორის. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ადგილობრივი თუ უკრაინული ნაცმოძრაობის მხრიდან, კონტრპროდუქტიულია და ვერცერთ სცენარში ვერ ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
მეხუთე – არახამიას, დანილოვის, არესტოვიჩის და სხვა ჭკუისკოლოფების მიერ გაკეთებული ანტიქართული განცხადებები, ქართულ საზოგადოებაში უკრაინის ხელისუფლების მიმართ აგრესიას იწვევს. ვფიქრობ, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ უკრაინელი პოლიტიკოსების მოაზროვნე ნაწილი და სასწრაფოდ აღკვეთონ ვიღაც მაიმუნების მიერ საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულების ყოველგვარი მცდელობა.
P.S. – ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ მეგობრობას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, სამწუხაროდ, რთულია, იგივე ითქვას უკრაინის ანტიქართულ ხელისუფლებაზე”, – წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.