ირაკლი ზარქუა: უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს? – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს
“ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას აღნიშნა, სადაც, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.
“ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები ხვდება რატომღაც ოპოზიციურ არხებზე. ადრეც გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა. იქ, რაც მე ნაწილი მოვისმინე, რამე ტრაგიკული არის? თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა? – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს და ეს არის და ეს”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.