ვოლსკი – მარგველაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე: ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, რომელი ავარჩიო

ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, ამ ორიდან რომელი ავირჩიო?, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება მიიღო “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე.

„ძალიან უცნაურია. ალბათ, ნაყოფიას ხელმძღვანელობა არ აწყობთ თუ მელიას გვერდზე გაწევა უნდათ, ჯერჯერობით, ამას ვერ გეტყვით. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, ვფიქრობ, კლოუნადა დავარქვა თუ რაღაც შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, ამ ორიდან რომელი ავირჩიო? შორსმჭვრეტელური ნამდვილად არ არის, კლოუნადა სჩვევიათ, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის და მელიას დაპირისპირების თემა ახალი მოწოდებული სკანდალური ფორმულირებაა, რაც კიდევ რაღაც დაზუსტებებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, კონკრეტული კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები