ყველაფერი, რაც ეზოსთვის გჭირდება
გაზაფხულმა და კარგმა ამინდებმა უკვე გარე სივრცის მოწყობასა და განახლებაზე გაააქტიურა ფიქრები. ზაფხულამდე ყველა ის პროცედურა უნდა იქნეს შესრულებული, რაც მცენარეების ასაყვავებლად და სივრცის გამწვანებისთვისაა საჭირო.
გარე სივრცეებში სტუმრების მიღება სულ უფრო პოპულარული ხდება. დღესასწაულების აღნიშვნა რომ თქვენი სახლის ეზოში შეძლოთ, ის სათანადოდ უნდა იყოს მოწყობილი ეზოს ავეჯით და სხვა ინვენტარით.
სანამ ავეჯის შერჩევასა და ყიდვაზე გადახვალთ, ჯერ ეზო უნდა დააგეგმაროთ, დაყოთ სივრცეებად და თითოეულ მათგანს მიანიჭოთ სხვადასხვა ფუნქცია. თუ თქვენს სახლს დიდი ეზო აქვს, შესაძლებელია, სივრცე სამ სხვადასხვა: დასასვენებელ, სასადილო და გასართობ ზონებად დაყოთ, ხოლო, მათი ფუნქციურობის გათვალისწინებით, ექსტერიერის შესაბამისი ავეჯი შეარჩიოთ.
რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს მაგიდა და სკამებია. ასეთი სივრცისთვის ასევე კარგი იდეაა პუფები, ბენჩი, სავარძლები. ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზია – Extra.ge წარმოადგენს ეზოს ავეჯის უდიდეს ასორტიმენტს, ხელსაყრელ ფასად და მოსახერხებელი პირობებით.
ბაღის ავეჯის შერჩევისას ერთ-ერთი უნივერსალური ვარიანტია პლასტმასის სკამები და მაგიდა. იაფია, აქვს მარტივი და კომფორტული დიზაინი, მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე, ზამთრის ყინვებში. პლასტმასის ავეჯი წვიმას და ქარსაც ადვილად იტანს; თუმცა, დაზიანების შემთხვევაში, გატეხილი პლასტმასის სკამის თუ მაგიდის შეკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ნატურალური ხის ავეჯი ბუნებაში ყველაზე ჰარმონიულად გამოიყურება, გარეგნულად ლამაზია, ამასთან – გამძლეა; დაზიანების შემთხვევაში კი, მისი შეკეთება შესაძლებელია. ამ ტიპის ავეჯის მთავარი მინუსი ისაა, რომ გარემოს პირობების ზემოქმედებას განიცდის და ხანძარსაშიშია. ყინვაში ხის ავეჯი უმჯობესია, მშრალ ადგილას შეინახოთ.
როტანგის მოწნული ავეჯი ყველაზე ტრენდულია. მასალა როტანგი ნატურალური ხის „ახლო ნათესავია“ და როტანგის პალმის ტოტებისგან იწარმოება. ლითონისა და მინის ელემენტებით გაფორმებული როტანგის ავეჯი საოცრად ელეგანტურად გამოიყურება და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. როტანგის ავეჯს არ უყვარს ტემპერატურის ცვლილებები და სინესტე. ამიტომ, ზამთარში ღია ცის ქვეშ არ უნდა დატოვოთ. მის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი, ავეჯისთვის განკუთვნილი ბრტყელი პირით, ასევე – გადაწმინდეთ ოდნავ მარილიან წყალში დასველებული და გაწურული ნაჭრით.
თუ ეზოში აუზიც გაქვთ, გასარუჯად შეზლონგებიც დაგჭირდებათ, რომელსაც ასევე “ექსტრა”-ზე შეიძენთ.
იმისთვის, რომ თქვენი ეზო მოაწყოთ და შესაბამისი ნივთები იყიდოთ, საჭირო არაა – აგარაკიდან თბილისში დაბრუნდეთ, ეწვიეთ ინტერნეტმაღაზია Extra.ge-ს შეარჩიეთ სასურველი ნივთები ონლაინ და დაელოდეთ მშვიდად შენაძენს, “ექსტრა”-ს კურიერები წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მოგიტანენ შეკვეთას.
R