გაერო-ს გენერალური მდივანი დღეს მოსკოვში პუტინს შეხვდება
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
გუტერეშს სამუშაო შეხვედრა ექნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც. მოსკოვის შემდეგ, კი ის უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის შეხვდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ გუტერეში კიევში ვიზიტამდე მოსკოვში გამგზავრების გამო გააკრიტიკა. ზელენსკიმ თქვა, რომ „ამ თანმიმდევრობაში არ არის სამართალი და არ არის ლოგიკა“.