ნიკა მელია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

“ერთადერთი გამოსავალი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს, არის ქვეყნის გარეთ შესაბამის ჰოსპიტალში გადაყვანა.

ქალბატონო სალომე, პატივისცემით, თქვენთან ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით, თქვენ შეგიძლიათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები