ერდოღანი: ბაიდენმა უნდა ისწავლოს სომხების ისტორია – არ შეგვიძლია ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სიცრუესა და დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული.

„ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915-1923 წლებში მიმდინარე მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები