კახეთში, შვილის საფლავიდან მომავალი ცოლ-ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
24 აპრილს კახეთში, სოფელ ტიბაანის მახლობლად, შვილის საფლავიდან მანქანით მომავალი ცოლ-ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმართან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ, სწრაფად მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი ადგილზევე გარდაიცვალა. მანქანის უკანა სავარძელზე მათი 8 წლის შვილიშვილი და გარდაცვლილი ქალის დედა ისხდნენ. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
„კვირა“ მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.