უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალიკა ცაავა წალენჯიხაში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალიკა ცაავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
აფხაზეთიდან დევნილ დაღუპულ მებრძოლს, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა. იმავე დღეს, მასთან ერთად, ზაზა ბიწაძეც დაიღუპა.