ქაშვეთში არკადი კასრაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშვეთის ტაძარში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის არკადი კასრაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.

ამ წუთებში ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე მივიდა საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვიც.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს დროშებითა და ანთებული სანთლებით დახვდნენ. ის ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში შეტაკებების დროს 16 აპრილს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები