ევროკავშირის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მომდევნო კვირები შესაძლოა ომისთვის გადამწყვეტი იყოს

რუსეთი, სავარაუდოდ, გაზრდის სამხედრო თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინის სანაპიროს გასწვრივ, – ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო კვირები ომისთვის პოტენციურად გადამწყვეტად მიიჩნევა.

„ეს არ არის ზღაპარი, გარდაუვალი ბედნიერი დასასრულით. ვფიქრობ, აღმოსავლეთში ჩვენ რუსეთის სამხედრო თავდასხმების ინტენსივობის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას დავინახავთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთის სამხედრო თავდასხმების გაძლიერებას სანაპირო ნაწილზე ვიხილავთ. მე ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები