ლაგოდეხში, დედამიწის დღის ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურ ღონისძიებას ეხმაურება.
მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა.
„დედამიწის დღე, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები.
ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრიც გამოვეხმაურეთ ამ დღეს. მოაწყეს გამწვანების აქცია. დაირგო ტირიფისა და ხე-ყვავილი ვეგელიის ნერგები“, – აღნიშნულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.