გაერო: ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინული ქალაქების ფართომასშტაბიანმა დაბომბვამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადი გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 5,1 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

როგორც BBC-ი იუწყება, იძულებით გადაადგილებულ პირთა 90% ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, 7,7 მილიონი ადამიანი დევნილი გახდა: ისინი ქვეყანაში დარჩნენ, თუმცა იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები