ავღანეთში მეჩეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, 30-მდე დაღუპული და დაშავებულია
ავღანეთის ჩრდილოეთით, ქუნდუზის პროვინციაში, მავლავი სექანდარის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Tolo News იმამ საჰიბის რაიონის პოლიციის უფროს ჰაფიზ ომარზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ბოლო პერიოდში ავღანეთში ტერაქტები გახშირდა. მიმდინარე კვირას ქაბულის ორ სკოლასთან აფეთქებების სერია დაფიქსირდა, ასევე, ტერაქტი ქვეყნის ერთ-ერთი მეჩეთთან მოხდა.