საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა „სათნოების სახლის” ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის” ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გადასცა.

„ვულოცავ საგარეჯოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილი საქმეების კეთების სურვილი და საზეიმო განწყობა ჰქონოდეს თითოეულ ოჯახს. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა, ამიტომ, ვცდილობთ, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები შევთავაზოთ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი ჯამში 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა – უფასო სასადილოთი მოსარგებლეებს, მრავალშვილიან, მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს, მარტოხელა სტატუსის მქონე პირებს, დღის ცენტრის ბენეფიციარებსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები