პესკოვი: იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა, კურილიის ოთხივე კუნძული რუსეთის განუყოფელი ნაწილია
იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა და მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე საუბარი ძალიან რთულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კურილიის ოთხივე კუნძული რუსეთის განუყოფელი ნაწილია.
”ცხადია, ახლა, როდესაც იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორიაა. რუსეთის ფედერაციაა“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 2003 წლის შემდეგ პირველად იაპონიამ კურილის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.