გოგი მეშველიანმა ქალაქ ბოლნისს N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სამუშაოები სკოლის დირექტორთან, ირმა წაქაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ ულტრათანამედროვე შენობაში განაგრძობენ სწავლას.
აღსანიშნავია, რომ შიდა პერიმეტრზე რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია, პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა ეზო და სპორტული მოედნები“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბოლნისს N 1 საჯარო სკოლაში, 4 631 333 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.