გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა
გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და შშმ პირებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა.
ამასთან, მერიის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს გორის მერის მოადგილეებმა პირადად მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
უწყების განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და დღემდე მოსახლეობის დასახმარებლად, არაერთი აქცია განახორციელა.