მარტვილში მეორე დღეა, 14 წლის გოგონას ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ის სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები არიან ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სსკ-ის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.