გიული ალასანია – აქციების გამართვაზე: დიდი ხანია, ეს უნდა მომხდარიყო; თაკო ჩარკვიანს მინდა, მადლობა ვუთხრა

“ვფიქრობ, დიდი ხანია, ეს უნდა მომხდარიყო და თაკოს მინდა, მადლობა ვუთხრა”, – ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად რუსთაველის გამზირზე აქციები უნდა გაიმართოს.

ალასანიას თქმით, სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

“ეს ადამიანი უკანონო პატიმარია. ის არის პუტინის პირადი პატიმარი, ყველა – ვინც ხელს უწყობს  ციხეში მის ყოფნას, არის რუსეთის მოკავშირე”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები