ჰელსინკის კომისია: სასიამოვნოა შალვა პაპუაშვილის და ინტერპარტიული დელეგაციის ვიზიტის ხილვა უკრაინაში

„სასიამოვნოა შალვა პაპუაშვილის და საქართველოს პარლამენტის ინტერპარტიული დელეგაციის ვიზიტის ხილვა უკრაინაში. საერთო პრინციპების მიმართ ერთგულება და რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ომის წინააღმდეგ ერთად დგომა საქართველოს დაპირებული ევროატლანტიკური მომავლის არსებითი და საკვანძო ნაწილია”, – ასე ეხმიანება ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის და ინტერპარტიული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში. აღნიშნული განცხადება კომისიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სენატისა და კონგრესის ერთობლივი კომისია, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები