გიორგი ცუცქირიძე – პრემიერის ინიციატივაზე: ეს იქნება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ეკონომიკის ზრდასაც ხელს შეუწყობს

ერთის მხრივ, დაგეგმილი პროექტები ვადაზე ადრე განხორციელდება და მეორეს მხრივ, ეს იქნება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ეკონომიკის ზრდასაც ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას.

მისი თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის შემაფერხებელი ფაქტორი,  აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის დაბალი რენტაბელობის მაჩვენებელით იყო განპირობებული.

„პოსტ პანდემიურ პერიოდში, რასაც რუსეთის უკრაინაში ინტერვენცია და საომარი მოქმედებების შედეგად, გლობალურ ბაზრებზე ნავთობროდუქტების გაძვირებასთან ერთად, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა და მთელ მსოფლიოში   სასურსათო პროდუქციის გაძვირება მოყვა, პრიორიტეტულ საკითხად  თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლის ამოცანის გადაწყვეტა დგას.

რა დასამალია, რომ  ბოლო წლებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის შემაფერხებელი ფაქტორი,  აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის დაბალი რენტაბელობის მაჩვენებელით იყო განპირობებული, რაც  განსაკუთრებით მცირე ნაკვეთების მესაკუთრეთა შემთხვევაში იდგა.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დაწყება. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით, ხოლო სუბსიდიას  მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები და თანამესაკუთრეები.  ნიშანდობლივია, რომ ეს შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს, სულ მთლიანობაში კი პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე და შესაბამისად, ქართული აგროპროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რაც იმპორტული პროდუქციის ნაწილის ჩანაცვლებასთან ერთად, საექსპორტო პროდუქციის ზრდასაც შეუწყობს ხელს. საქართველოში არის სოფლად თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობა, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში გადიოდა, დღეს ეს პრობლემა იხსნება და მათ ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი შემოსავალი ისე, რომ ეს სტატუსი არ დაკარგონ და მცირე ფართობების სუბსიდირებაც ძირითადად ამ კატეგორიაზეა გათვლილი, რაც სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი გახდება.

ამას გარდა, მსხვილ ფერმერებსაც უფინანსდებათ საბრუნავი სახსრების აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით ასევე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარის სესხები არის გაცემული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა  განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას შეეხება, რომლის დაფინანსების ჯამური მოცულობა 3 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო დასაქმდება 20 000 ადამიანი. პროექტები წელსვე დაიწყება და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2 მლრდ-ის სამუშაოების ფარგლებში, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლების მიხედვით, პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კერძო კომპანიებისთვის. ერთის მხრივ, დაგეგმილი პროექტები ვადაზე ადრე განხორციელდება და მეორეს მხრივ, ეს იქნება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ეკონომიკის ზრდასაც ხელს შეუწყობს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები