დავით ქართველიშვილი – „ნაცმოძრაობას“ ჟანრის კრიზისის თვალსაზრისით, მორიგი რეციდივი აქვს, ამჯერად კვლავ ტერმინ „სანქციებთან“ დაკავშირებით
“ნაცმოძრაობას” ჟანრის კრიზისის თვალსაზრისით, მორიგი რეციდივი აქვს. ამჯერად კვლავ ტერმინ “სანქციებთან” დაკავშირებით. ერთი ფრთა კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებთან მიერთების გარეშე – უკრაინა ომს ვერ მოიგებს. მეორე ფრთა უკვე მერამდენე წელიწადი უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილისთვის რაიმე ტიპის სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საკუთარ საბანკო ანგარიშებს რომ არ ადევნებენ თვალს – ისეთი ზედმიწევნით აკონტროლებენ ივანიშვილის მიერ საკუთარი, პირადი აქტივების გასხვისების პროცესებს.
„ნაცმოძრაობას ჟანრის კრიზისის თვალსაზრისით, მორიგი რეციდივი აქვს. ამჯერად კვლავ ტერმინ “სანქციებთან” დაკავშირებით – ერთი ფრთა კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებთან მიერთების გარეშე – უკრაინა ომს ვერ მოიგებს. მეორე ფრთა უკვე მერამდენე წელიწადი უშედეგოდ ცდილობს ბიძინა ივანიშვილისთვის რაიმე ტიპის სანქციების დაწესებას და საკუთარ საბანკო ანგარიშებს რომ არ ადევნებენ თვალს – ისეთი ზედმიწევნით აკონტროლებენ ივანიშვილის მიერ საკუთარი, პირადი აქტივების გასხვისების პროცესებს.
არც “ქართუ ბანკი” შეხვდა მას წინაპრებისეული მემკვიდრეობით და არც ახალია მისი შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებული ისტორია – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ივანიშვილის მაგივრად “ქართუ ბანკი” უკვე არაერთხელ “გაყიდა” რადიკალურმა ოპოზიციამ. მაგრამ დღეს – განსაკუთრებული შემთხვევაა: “ქართუ ბანკს” იმიტომ ყიდისო, რომ სანქციების ეშინია. საკუთარი ამომრჩევლის “დაჩლუნგების” კოეფიციენტი აკვიატებულად ცდილობს დამსახურებულ ფსკერს მერამდენედ გაცდეს.
ამ ჩლუნგების გასაგებად მინდა ვთქვა – უბრალო კრედიტ-ოფიცრების დონეზეც კი, თუ თქვენთან დაკავშირებით რაიმე რისკები არსებობს, 100 ლარს ვერ ეღირსებით სამომხმარებლო სესხის დონეზეც კი. მითუმეტეს, ამა თუ იმ მსხვილ კლიენტთან მიმართებაში არსებული რისკების თაობაზე მშვენივრად არიან ინფორმირებული მსოფლიო საბანკო სექტორის “ზვიგენები”. ერთ-ერთ მათგანს – “კრედიტ სუისს ბანკს” ივანიშვილისთვის 500 მილიონი ევროს გადახდა დაავალა სასამართლომ, და ივანიშვილის შესაძლო “სანქცირების” თაობაზე “კრედიტ სუისს ბანკს” რაიმე, თუნდაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომ ჰქონოდა, დროის გაყვანისა და გადახდის თავიდან არიდების მიზნით – ამ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ მაინც.
როგორ ვოცნებობთ, საქართველოში პლინტუს/ქვემოთ ოპოზიციის ადგილი, ინტელექტით, ლოგიკით, მინიმალური საგანმანათლებლო ცენზის მქონე პოლიტიკურმა ძალებმა და მათმა ღირსეულმა ამომრჩეველმა დაიკავოს, მაგრამ ამაოდ… ამიტომ, არსებულ ჩლუნგებთან ტრადიციული შეკითხვები გვრჩება: რატომ??? რეიზა???“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.