გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები USAID-ის მისიის დირექტორს შეხვდნენ
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საბჭოს წევრები USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს და მიმდინარე პროგრამების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა USAID-ის მიერ გენდერული თანასწორობის კუთხით მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა USAID-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. „შეხვედრის ძირითადი თემა იყო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათი პროგრამების ჭრილში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
საბჭოს წევრების მხრიდან გაკეთებული იყო აქცენტები, თუ რა მიმართულებით გვინდა მუშაობის გააქტიურება, მათ შორის, სახელმწიფო და ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში გენდერული ხაზის გატარებაზე, რომელსაც USAID-იც ახორციელებს სხვადასხვა სამინისტროების ფარგლებში. მათი მხრიდან იყო სრული მზაობა, რომ ყველა ახალი პროგრამა, რომელიც იქნება დაწყებული, გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერების განსაკუთრებულ ხაზს ატარებდეს”,- განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე შეთანხმდნენ.