ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს
გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი.
„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა არის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, გადაუჭრელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ბატონ ირაკლი ქარსელაძესთან გავიარეთ ეს საკითხი და გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს.
აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი” , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.