ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
“ქრისტიანული სამყაროსათვის ამ უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს, ყველას, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებული და ძვირფასია”,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.