კელი დეგნანი: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება – ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს.

„მიხარია, რომ პოზიტიური საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც არსებობს რაღაც გაუგებრობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძალიან კარგია, როდესაც პირისპირ წყდება ასეთი საკითხები და ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავაც გაგრძელდება.

როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ნებისმიერი ასეთი დაპირისპირების დროს, სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და რომ ჩვენთვის, ყველასთვის – ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, დაბომბვმა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები