საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
საპარლამენტო დელეგაცია რვა დეპუტატისგან შედგება, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერები: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, ბექა ოდიშარია. ოპოზიციიდან: „ლელოს“ წევრი – ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი – ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ – ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა.