თორნიკე რიჟვაძე ფონდ ,,იალქნის” ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღის ცენტრ ,,იალქნის” ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს და ბავშვების საჭიროებებს გაეცნო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღის ცენტრი სხვადასხვა საჭიროების მქონე 50-მდე ბავშვს ემსახურება. ფონდ ,,იალქანს” აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ფართი გადაეცა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი მოეწყო.
„დღის ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართული კულტურულ, სპორტულ აქტივობაში. ცენტრში შეისწავლიან თიხაზე მუშაობას, უცხო ენებს.
ფონდი გაფართოვდა, დაემატა მობილური და მულტიდისციპლინური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ბავშვებთან. ,,იალქანი“ მაისიდან 24-საათიან მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.