რუსი სამხედრო მეუღლესთან სატელეფონო საუბარში აღიარებს, რომ რუსები საკუთარ ქალაქებს თავად ბომბავენ

რუსი ოკუპანტი მეუღლესთან სატელეფონო საუბარში აღიარებს, რომ რუსები საკუთარ ქალაქებსა და ჯარებს თავად ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Focus უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ამას რუსეთი უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით აკეთებს.

”იგივე სისულელე მოხდა ჩეჩნეთის ომში. მოსკოვში ბინები ააფეთქეს, თითქოს, ტერორისტები იყვნენ. სინამდვილეში, ეს FSB ოფიცრებმა ჩაიდინეს. უბრალოდ, ახლა მათ კლიმოვომდე ასეთი მანძილიდან სროლა არ შეეძლოთ“, – ამბობს რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში.

რუსი სამხედრო ცოლს ასევე ეუბნება, რომ მომხდარის შემდეგ აღარ სურს ომში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები