საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, 496 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 652 707 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 633 338 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 16 788 კოვიდინფიცირებული.