მზადება ომის ახალი ტალღისთვის? – ბრიანსკის ოლქის სკოლები ხვალიდან დისტანციურ სწავლებაზე გადაჰყავთ
უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქის სკოლები 15 აპრილიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
როგორც რეგიონის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოფელ კლიმოვოში ჭურვი ჩამოვარდა.
აღინიშნება, რომ უკრაინის ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს ბრაიანსკის ოლქის ექვსი რაიონი ესაზღვრება.
რეგიონში ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონეა შემოღებული.
ბოლო რამდენიმე დღეა, დასავლეთის დაზვერვა, საექსპერტო საზოგადოება, უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ სულ რამდენიმე დღეში დონბასისთვის სასტიკი ბრძოლა დაიწყება.
13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ლუგანსკსა და დონეცკში მცხოვრებლებს მიმართა და დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge