რუსეთში აცხადებენ, რომ ბრიანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტს ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს
რუსეთის რეგიონალურ სასაზღვრო სამმართველოში აცხადებენ, რომ ბრიანსკის რეგიონში, ნოვიე იურკოვიჩის საავტომობილო გამშვებ პუნქტს უკრაინის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნებიდან ესროლეს.
აღინიშნება, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გასროლის დროს პუნქტის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც მოხდა.
შემთხვევის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი ავტომობილი დაზიანდა.
არავინ დაშავებულა, პუნქტი მუშაობას აგრძელებს.